понедельник, 19 декабря 2011 г.



1.პროექტის სახელწოდება: ქართველი რომანტიკოსები სკოლაში;
2.პროექტის მთავარი იდეა: რომანტიკოსების შემოქმედების  შესწავლა; მასწავლებლისგან
დამოუკიდებლად მასალების მოძიება;
3.პროექტის მიზნები: მოსწავლე დამოუკიდებლად შეძლებს საპრეზენტაციო მასალის მოძიებას და წარმოდგენას;
4.მონაწილეთა ასაკი: მე–11 კლასი;
5.ვადები/ხანგრძლივობა: 15.12.–20.12,  2011 წელი;
6.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლემ იცის რომანტიკოსების შემოქმედება; მოსწავლე ამზადებს სლაიდ–შოუს;მოსწავლე ამზადებს ბუკლეტს რომანტიკოსების შემოქმედებაზე;
7.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ფორმატი
8.პროექტის მსვლელობა:  კლასი  წინასწარ  უნდა დაიყოს ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება    I. ჯგუფს–ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა;
                                       II.ჯგუფს– გრიგოლ ორბელიანის ცხოვრება და შემოქმედება;
                                      III. ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრება და შემოქმედება;
                                      IV.სიყვარული ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებაში.
      მოსწავლეები წინასწარ  მოიძიებენ მასალას რომანტიკოსების შემოქმედებაზე, ამზადებენ ბუკლეტებსა და სლაიდშოუს (თითოეული ჯგუფი იმ რომანტიკოსზე, რომელიც კენჭისყრით შეხვდა ); ამავე დროს მოიფიქრებენ კითხვებს, რომლებიც სხვა ჯგუფებს უნდა დაუსვან პრეზენტაციის დროს.
    9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან  კავშირი: მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას;  მოსწავლე ისმენს და კრიტიკულად აფასებს  საჯარო გამსვლებს;  მოსწავლე ამოიცნობს და იყენებს საჯაროგამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელ  საშუალებებს. მოსწავლე აანალიზებს მხატვრული ნაწარმოების ენობრივ საშუალებებს; მქსწავლე წერს მხატვრული ნაწარმოების ანალიზს.  მოსწავლე იყენებს ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს საჯარო გამოსვლის მომზადების დრო
    10.პროექტის ხელმძღვანელი: გულნარა  დუღაშვილი
  11.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  DUGASHVILIGULIKO@GMAIL.COM

Комментариев нет:

Отправить комментарий