1.პროექტის სახელწოდება: ქართველი რომანტიკოსები სკოლაში;
2.პროექტის მთავარი იდეა: რომანტიკოსების შემოქმედების შესწავლა; მასწავლებლისგან
დამოუკიდებლად მასალების მოძიება;
3.პროექტის მიზნები: მოსწავლე დამოუკიდებლად შეძლებს საპრეზენტაციო მასალის მოძიებას და წარმოდგენას;
4.მონაწილეთა ასაკი: მე–11 კლასი;
5.ვადები/ხანგრძლივობა: 15.12.–20.12, 2011 წელი;
6.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლემ იცის რომანტიკოსების შემოქმედება; მოსწავლე ამზადებს სლაიდ–შოუს;მოსწავლე ამზადებს ბუკლეტს რომანტიკოსების შემოქმედებაზე;
7.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ფორმატი
8.პროექტის მსვლელობა: კლასი წინასწარ უნდა დაიყოს ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება – I. ჯგუფს–ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა;
II.ჯგუფს– გრიგოლ ორბელიანის ცხოვრება და შემოქმედება;
III. ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრება და შემოქმედება;
IV.სიყვარული ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებაში.
მოსწავლეები წინასწარ მოიძიებენ მასალას რომანტიკოსების შემოქმედებაზე, ამზადებენ ბუკლეტებსა და სლაიდშოუს (თითოეული ჯგუფი იმ რომანტიკოსზე, რომელიც კენჭისყრით შეხვდა ); ამავე დროს მოიფიქრებენ კითხვებს, რომლებიც სხვა ჯგუფებს უნდა დაუსვან პრეზენტაციის დროს.
9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას; მოსწავლე ისმენს და კრიტიკულად აფასებს საჯარო გამსვლებს; მოსწავლე ამოიცნობს და იყენებს საჯაროგამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელ საშუალებებს. მოსწავლე აანალიზებს მხატვრული ნაწარმოების ენობრივ საშუალებებს; მქსწავლე წერს მხატვრული ნაწარმოების ანალიზს. მოსწავლე იყენებს ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს საჯარო გამოსვლის მომზადების დრო
10.პროექტის ხელმძღვანელი: გულნარა დუღაშვილი
11.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: DUGASHVILIGULIKO@GMAIL.COM